Wednesday, September 30, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე



1. გამეორება
2. პროექტების პრეზენტაცია
3. მუშაობა ბლოგში-გვერდები, HTML გაჯეტი
4. ტრენინგის შეჯამება

     როგორც ყოველთვის ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, ჩვენს პორტფოლიოზე  განვათავსეთ ჩვენი გაკვეთილის პროექტი, ფოტო-მასალა, პრეზენტაციები და მოსწავლის ნიმუშები.
    ეს დღე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ტრენინგში მონაწილე ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა თავისი პროექტის პრეზენტაცია, გავითვალისწინეთ ერთმანეთის რჩევები, გამოვთქვით ჩვენი ვარაუდები.  ეს ტრენინგი ჩემთვის ბევრის მომცემი გამოდგა, რადგან ძირფესვიანად გავეცანი ინტელის ძირითად კურსს, რაც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვაში.

Sunday, September 27, 2015

მე-8 დღე

1.გამეორება
2.ფასილიტაციის რესურსის შექმნა
3.პროექტის პორთფოლიოს გადახედვა
4.ბლოგზე ატვირთვა-გაჯეტი
      როგორც ყოველთვის მოვახდინეთ წინა მასალის გამეორება, ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსების შექმნა მოსწავლეთათვის, გავაკეთეთ აქტივობა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების წახალისებისათვის, რაც დაგვეხმარება წარმატებული სასწავლო პროექტების დაგეგმვაში, ავტვირთეთ საქაღალდე Drive-ში და მივაბით ჩვენს ბლოგს.  

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

1. გამეორება
2.ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება
3.პროექტის გეგმაზე მუშაობა
      პირველ რიგში გავიმეორეთ განვლილი მასალა.  ვიმუშავეთ ყველა  მოსწავლეთა საჭიროებაზე მორგებულ სპეციალურ შესაძლებლობებზე, აკადემიურად სუსტ მოსწავლეებს მოვეცი მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე დავალებები პროექტზე სამუშაოდ, ხოლო მაღალი აკადემიური წარმატების მქონე მოსწავლეებთან მაქსიმალურად გამოვიყენე მათი შესაძლებლობები, ამის შემდეგ დავიწყე ჩემს პროექტზე "ფიროსმანი და თბილისის" გეგმაზე  მუშაობა, სადაც პროექტის სასწავლო პროცედურები გავშალე ვრცლად.

Sunday, September 13, 2015

ტრნინგის მეექვსე დღე

1. გამეორება
2. მოსწავლის პრეზენტაცია
3. მოსწავლეთა პროექტების შეფასება-რუბრიკები
4. პროექტის გეგმების გადახედვა და საკუთარი პროექტის გეგმის შემუშავება

    დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო, სიახლეებით სავსე  გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა,გავეცანით თუ როგორ უნდა იმუშაონ მოსწავლეებმა პროექტის პრეზენტაციაზე,
განვიხილეთ პროექტის შეფასების  რუბრიკები და როგორ უნდა შევაფასოთ პროექტი,
ვისწავლეთ პროექტის გეგმა და საკუთარი პროექტის გეგმის შემუშავება,

Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

1. გამეორება
2. საავტორო უფლებები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები
3. ურთიერთშეფასება-კომენტარები ბლოგზე
4. მუშაობა ბლოგში-გაჯეტები-მოსწავლის ბლოგის შექმნა  
     როგორც ყოველთვის , გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა,გავეცანით საავტორო უფლებებს,გამოყენებული  ლიტერატურის მოდელებს,მარტივ ფორმატებს,ვისწავლეთ ტრენინგში მონაწილე მასწავლებლების ბლოგის დათვარიელება და კომენტარების დაწერა და ფოსტაზე გაგზავნა, შევქმენით მოსწავლის ბლოგები, მასში მუშაობა.ვისწავლეთ ახალი ტერმინი გაჯეტი, სურათის გაჯეტი, სიის გაჯეტი,რაც ძალიან გამოგვადგება სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით პროექტებზე, მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

Thursday, September 10, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

1. გამეორება
2. შეფასების სხვადასხვა მეთოდების გაცნობა
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია  
     ტრენინგი იყო ძანლიან საინტერესო, გავიმეორეთ წინა დღის მასალა, გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს ,შევქმენით  დროში გაწერილი შეფასების  გეგმა, რაც დაგვეხმარება  მოსწავლეთა შეფასების დადგენაში. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს  პრეზენტაცია, ვიმუშავეთ მის  გაფორმებაზე, სურათების ჩასმაზე რაც მეტათ თვალსაჩინოს და ეფექტურს გახდის მოსწავლეთათვის,  ვიმუშავეთ ბლოგში, ვისწავლეთ სურათის ჩასმა, წაშლა,ფონის შეცვლა, აღდგენა.

Wednesday, September 9, 2015

ტრენინგის მესამე დღე

1. გამეორება
2. პროექტის გეგმაზე მუშაობა
ა) სტანდარტის დადგენა
ბ) მიზნის განსაზღვრა
გ) მიმართულების მიმცემი კითხვები  
      დღევანდელი ტრენინგით ვარ ძალიან კმაყოფილი, პირველ რიგში გავიმეორეთ წინა დღის მასალა,გავეცანით პროექტის გეგმაზე  მუშაობას, ვისწავლეთ სასწავლო პროექტების დაგეგმვა,მიზნების განსაზღვრა,სტანდარტის დადგენა, განვიხილეთ საუკეთესო ზმნები, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და შესაბამისი საკვანძო კითხვები რაც ძალიან დაგვეხმარება პროექტის უკეთ წარმართვაში, რასაც გამოვიყენებთ სასწავლო პროცესებში.

Sunday, September 6, 2015

ტრენინგის მეორე დღე

1. საშინაო დავალება-პროექტის მიმოხილვა
2. წინა  დღის მასალის გამეორება
3.Word-ის ინსტრუმენტების გამეორება
4. ბუკლეტების დამზადება

      დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, საკმაოდ ნაყოფიერი, მიმოვიხილეთ  თუ როგორ უნადა ვიმუშაოთ პროექტზე და  რა საჭირო რესურსი გვჭირდება,  ვისწავლეთ სარეკლამო ბუკლეტების შექმნა რაც დაგვეხმარება პროექტის რეკლამირებაში ,ვიმუშავეთ ვორდში და შევქმენით  სარეკლამო ბუკლეტი. ეს გამოგვადგება ბავშვებთან მუშაობაში.

Saturday, September 5, 2015

ტრენინგის პირველი დღე

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანით ინტელის ძირითად კურსს, შევქმენით პორტფოლიოს  საქაღალდე,  ვისწავლეთ ბლოგების შექმნა, რესურსების გაცნობა, გადავხედეთ   სხვა პედაგოგების მიერ შექმნილი  პროექტები რაც დაგვეხმარება პროექტების შექმნაში რაც იქნება გზამკვლევი ჩვენთვის,